სასწავლო პროექტი



პროექტის სახელწოდება: „წიგნის პრეზენტაცია“

პროექტის მთავარი თემა: შევქმნათ წიგნი და გავაკეთოთ პრეზენტაცია.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და მოიძიონ მათთვის საინტერესო წიგნის ანოტაცია და მოცემულ ნიმუშზე დაყრდნობით დაამუშავონ მიღებული ინფორმაციები, გამოიყენონ ლექსიკური მარაგი.

პროექტის მიზნები: პროექტი მიზნია  მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის პროექტების უცხოურ ენაზე განხორციელება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ბროშურის შექმნა, დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს, პრეზენტაციის უნარის განვითარება.

მონაწილეთა ასაკი: 14 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე

მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს; განსაზღვრავენ და გეგმავენ განსახორციელებელ ეტაპებს, ადგენენ გეგმას, მასწავლებელთან ერთად ადგენენ შესრულების ვადებს, ახდენენ ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავენ თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინონ დასმული ამოცანების გადასაჭრელად, განსაზღვრავენ და ინაწილებენ ფუნქციებს; გადიან რეპეტიციას, აკეთებენ პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებენ პროექტს, შეაქვთ შესწორებები; შეიმუშავებენ პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი, წიგნი, თაბახის ფურცელი, ფანქარი.

პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები:

აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა. მოსწავლეები იყოფა 2 ჯგუფად, ირჩევენ სასურველ წიგნს, ხდება ცოდნისა და უნარების მობილიზება, რესურსების მოძიება. იყენებენ ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად, გეგმის შედგენა, ვადების დანიშვნა

აქტივობა 2. პრეზენტაცია. ფუნქციების განსაზღვრა-განაწილება (წიგნის ყდის დიზაინი, ანოტაციის მოძიება, ინფორმაციის დამუშავება, პროექტის წარმდგენის არჩევა); პროექტის ჩატარება აუდიტორიის წინაშე, წიგნის პრეზენტაცია სკოლის ვებ-გვერდზე. ვაფასებ მოსწავლეებთან ერთად შესასრულებელ დავალებას, ვაძლევ რამდენიმე შენიშვნას და საბოლოოდ მიღწეულ შედეგებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

უცხ.ს.II.31. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს (მაგ.გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა და ვებ- გვერდზე დადება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ახალაძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: maka.akhaladze6@gmail.com